შეხვედრა დეველოპერებთან

ივლისიდან სამშენებლო ობიექტებს 3 უწყებისგან შემდგარი ინტეგრირებული ჯგუფი შეამოწმებს.

შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს დღეს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა სამშენებლო სექტორთან შეხვედრაზე. აღინიშნა, რომ შრომის უსაფრთხოების დაცვა კომპანიების რეკომენდაციების საფუძველზე უნდა მოხდეს. თუმცა დეველოპერების თქმით, რეგულაციების რამდენიმე მიმართულებით ამოქმედებამ, გარკველი პრობლემები შექმნა.