ბინები დევნილებისთვის

იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა განსახლების 4-წლიან გეგმასთან დაკავშირებით, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

2021-24 წლებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში – ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ჯამში, 8 000-მდე ბინა აშენდება. სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს პროექტის განხორციელების ვადების, ბიუჯეტისა და ადგილმდებარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათი წინადადებები მოისმინეს.