როგორ აღდგება სავაჭრო ობიექტების მუშაობა პირველი თებერვლიდან – საკითხზე სავაჭრო ცენტრების, მოლებისა და ე.წ. რითეილ სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეპიდემიოლოგებს შეხვდნენ. ბიზნესს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა, რომელიც დღეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და სამთავრობო გუნდს გააცნეს. კონკრეტულად, რას ითხოვს სექტორი და რაზე შეთანხმდნენ შეხვედრაზე – მარიამ ბერძენიშვილი თემის დეტალებით.