ტურიზმი პანდემიის პირობებში

პანდემიის ფონზე, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაა. კორონავირუსის გამო, ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სექტორი აღდგენის პროცესშია. შეზღუდვების მოხსნისა და საზღვრების გახსნის პარალელურად, ტურისტების ნაკადები გაზრდილია, თუმცა, ამ სფეროდან ბოლო თვეებში მიღებული შემოსავლები ორი წლის წინანდელ მონაცემებს მკვეთრად ჩამორჩება. მითუმეტეს, რომ მეოთხე მძიმე ტალღა, ინფიცირებულთა თუ გარდაცვლილთა საგანგაშო სტატისტიკა და წითელი ზონის სტატუსი, ბოლო პერიოდში ვიზიტორების რაოდენობაზეც აისახა. ამიტომ, სფეროს სწრაფად აღდგენის გზას ტურისტული სექტორი მხოლოდ ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებაში ხედავს.