შემოსავლების სამსახურის უფროსი, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ სიახლეებზე. აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის უმთავრესი ღირებულებებია პარტნიორობა და გამჭვირვალობა. ამასთან, ვახტანგ ლაშქარაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ უწყების სტრატეგიულ ამოცანად კვლავ რჩება არა მხოლოდ საგადასახადო კანონდარღვევათა ადმინისტრირება, არამედ მათი პრევენცია.