მიმართვა პრემიერ-მინისტრს

ბიზნესასოციაციები შეზღუდვების შემსუბუქებას მოითხოვენ. 15-მდე ასოციაცია ექვს კონკრეტულ  მოთხოვნას აყენებს: მოიხსნას კომენდანტის საათი, ქვეყანაში დაიწყოს ტურისტული სეზონისთვის აქტიური მზადება, სარესტორნო ბიზნესმა დაიწყოს ფუნქციონირება შაბათ-კვირას რეგულაციების დაცვით. ასევე ასოციაციების მოთხოვნაა დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი, შემცირდეს საგადასახადო წნეხი მცირე და საშუალო ბიზნესზე და შეწყდეს ქვეყანაში ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება.  ისინი პრემიერს მიმართავენ და მზადყოფნას გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაში. ბიზნესასოციაციებს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელსაც   მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე შეიტანენ.

მოამბე

დატოვე კომენტარი