არადეკლარირებული თანხა საბაჟოზე

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა აღკვეთა. საუბარია არადეკლარირებულ 16 მილიონ 500 ათასი რუსულ რუბლზე.

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის დათვალიერების შედეგად, მანქანის სალონში მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს. აღნიშნული თანხის მალულად შემოტანას, 1988 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ცდილობდა.

დატოვე კომენტარი