ამ დრომდე ეძებენ იმ პირებს, რომლებიც დღეს დილით, „საქართველოს ბანკის“ გლდანის ფილიალს თავს დაესხნენ.
შეიარაღებული თავდასხმის მონაწილეებმა თანხის წაღება ვერ მოახერხეს, თუმცა გაქცევამდე სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს. სროლა დაახლოებით ხუთ წუთს გრძელდებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დამნაშავეებმა ტერიტორია, ერთი დღით ადრე გატაცებული მანქანით დატოვეს. ავტომობილში მყოფი ორი პირი, რომლებმაც მთელი ღამე მძევლობაში გაატარეს, თავდამსხმელებმა სავარაუდოდ, ბანკში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე გაათავისუფლეს.
ვაკო ორმოცაძე იმყოფება გლდანის პოლიციის განყოფილებასთან.