საგანგებო მდგომარეობა მეინის შტატში

ამერიკის მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ წუთებშიც ეძებენ მოქალაქეს, რომელმაც ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. არიან დაშავებულები. მკვლელი იდენტიფიცირებულია. შეიარაღებული თავდასხმა ბოულინგის დარბაზში მოხდა, სადაც დამნაშავე ავტომატით შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ის შეიარაღებულია. ძებნის ოპერაციის გამო ლუისტონში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.