ტურისტებზე თავდასხმა პარიზში

პარიზის ცენტრში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული მამაკაცი ტურისტებს თავს დაესხა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 19:00-ზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული გერმანიის მოქალაქეა. მედია წერს, რომ ეჭვმიტანილი 2016 წელს თავდასხმის დაგეგმვისთვის იყო ნასამართლევი. როგორც მან სამართალდამცველებს განუცხადა, „შეწუხებული იყო ამდენი მუსლიმის სიკვდილით პალესტინაში და აღელვებული – ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებით“.