საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამოძიება თელავის პოლიციაში ინაცვლებს.
გამოკითხვები გრძელდება. დღეს გამომძიებლების შეკითხვებს თავდამსხმელის ყოფილი მეუღლის მეზობელმა უპასუხა, რომელიც ყვება, რომ ყოფილმა სამხედრომ ავტოფარეხიდან აღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით სროლა ეზოდან დაიწყო და შემდეგ სახლის აივნებიდან განაგრძო. პოლიციას ჩვენებას აძლევენ თავდამსხმელის მეზობლებიც, რომლებიც სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ.
ტრაგედია 20 იანვარს, ღამით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე ხუთსართულიან კორპუსში მოხდა. 49 წლის ყოფილმა სამხედრომ საკუთარი ბინიდან პოლიციელი და ოთხი მეზობელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.