გახსნილი დანაშაული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს, მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.