მკვლელობა მარტყოფში

მკვლელობა სოფელ მარტყოფში – მოკლულია 34 წლის მამაკაცი. შემთხვევა სოფლის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რასაც წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. როგორც სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, ეჭვმიტანილი მოკლულის მეგობარი და ნათესავია. გრძელდება გამოძიება.