72-საათიანი ზავი სუდანში

სუდანის დედაქალაქში ბაირამის დღესასწაულზე აფეთქება მოხდა. ჯარისკაცები და გასამხედროებული სწრაფი რეაგირების ძალები ერთმანეთს ქალაქის უბნებში სადღესასწაულო ლოცვის პარალელურად დაუპირისპირდნენ. მედიის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის ხმა მთელი დღის განმავლობაში ისმოდა.

როგორც „როიტერი“ წერს, ხარტუმში უწყვეტი ბრძოლა გავლენას ახდენს ყოველდღიური მოხმარების ნივთების მიწოდებაზე, ასევე აფერხებს მოსახლეობისთვის წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებას. ვერ სრულდება ადამიანების ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის მიზნით დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც, რომელიც 72 საათის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.