იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ საუდის არაბეთში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს
იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ საუდის არაბეთში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტი“ მეამბოხეები აცხადებენ, რომ ბალისტიკური რაკეტები საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადის მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტისა და ფინანსური ცენტრის მიმართულებით გაუშვეს.
მომხდართან დაკავშირებით საუდის არაბეთის ხელისულფებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
ამასთან, არაბული მედიის ცნობით, „ჰუსიტებმა“ ცოტა ხნის წინ სამხრეთ იემენში, ადენის მახლობლად იემენის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს. თავდასხმას რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.