მედიის ცნობით, შვედეთის ოპოზიციის ლიდერმა, მაგდალენა ანდერსონმა „ცენტრისტული პარტიისგან“ გადამწყვეტი მხარდაჭერა მოიპოვა, რაც მას მთავრობის ფორმირებაში დაეხმარება
შვედეთის ოპოზიციის ლიდერმა, მაგდალენა ანდერსონმა „ცენტრისტული პარტიისგან“ გადამწყვეტი მხარდაჭერა მოიპოვა, რაც მას მთავრობის ფორმირებაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის რადიო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს მხარდაჭერა შვედეთის სოციალ-დემოკრატების ლიდერს დაეხმარება, მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობა ჩამოაყალიბოს სექტემბრის არჩევნების შემდეგ, სადაც მისმა ბლოკმა შვედეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის მემარჯვენე ალიანსი მცირედი უპირატესობით დაამარცხა.
მედიის ინფორმაციით, „ცენტრისტულმა პარტიამ“ პარასკევს პოლიტიკურ მემარცხენე და მემარჯვენე ბლოკებს სთხოვა, მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად პარტიისთვის შეთავაზებები გაეცნოთ, რის შემდეგაც პარტიამ გადაწყვიტა, რომ კოალიციას მემარცხენეებთან შეკრავს.
„ცენტრისტულმა პარტიამ დღეს გადაწყვიტა ანდერსონის წინადადების გაგრძელება და ჩვენ გვსურს საბოლოო დეტალებზე მოლაპარაკება“, – განუცხადა „ცენტრისტული პარტიის“ ლიდერმა, ელისაბეთ თანდ რინგკვისტმა შვედეთის რადიოს.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ცენტრისტულ-მემარცხენე ბლოკმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. მათ პარლამენტში 176 ადგილი მოიპოვეს, ხელისუფლებაში მყოფმა ულფ კრისტენსონის მემარჯვენე ბლოკმა კი – 173. არჩევნების შემდეგ პარლამენტის სპიკერმა, ანდრეას ნორლენმა მაგდალენა ანდერსონს მთავრობის შექმნა დაავალა, თუმცა, გამარჯვების მიუხედავად, ცენტრისტულ-მემარცხენე ბლოკში შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდებოდა.