დაპირისპირება საგარეჯოში - შეფასებები

საგარეჯოში მომხდარ ინციდენტზე შეფასებები გაკეთდა თბილისში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაპირისპირების მიუხედავად მოქალაქეებთან შეხვედრების გაგრძელებას გეგმავს. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ქვები დაქირავებულმა „ტიტუშკებმა“ ესროლეს და ინციდენტში საგარეჯოს საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ. ძალადობას კატეგორიულად გმობენ ოპოზიციურ სპექტრში. ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად, ვითარება უფრო გამწვავდება. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი აცხადებს, რომ ძალადობრივი მოწოდებები მოდის პარტია „ქართული ოცნებიდან“, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ დეპოლარიზაციის შემცირების ნაცვლად „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი ინციდენტები აწყობს. „ქართულ ოცნებაში“ ასევე ამბობენ, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია.