დაკავება განზრახ მკვლელობის ფაქტზე

12:19, 27.12.2023

პოლიციამ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავა 1984 წელს დაბადებული მამაკაცი. გამოძიებით დადგინდა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მან თბილისში მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი