შავი ზღვის წყლის ხარისხი

შავ ზღვაზე გარემოსდაცვითი კონტროლი მკაცრდება.

დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმა 100 000 ლარამდე გაიზრდება. ნავთობპროდუქტები, საწარმოო თუ ტექნიკური ნარჩენები და სხვა მავნე ნივთიერებები – ზღვის მონიტორინგის წყლის ხარისხის პერმანენტულ შემოწმებას გულისხმობს. სინჯები საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ლაბორატორიაში მოწმდება. ბოლო სამ წელში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 40-მდე დარღვევა გამოვლინდა. კანონპროექტის მთავარი სამიზნეები მცურავი საშუალებებია. საჯარიმო სანქციების გამკაცრება შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნების საჯარიმო პოლიტიკასთან გათანაბრების გამო გადაწყდა.