„შავი ზღვის საზღვაო და სანაპირო მონაცემთა რესურსები“, – ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც ფოთში, საზღვაო სასწავლო ცენტრში ჩატარდა.
ორგანიზატორების განცხადებით, მონაცემების ფართოდ გაზიარება საზოგადოებას საშუალებას მისცემს, სრულად იყოს ინფორმირებული და ამით მოხდეს არასასურველი ზეგავლენის თავიდან აცილება ლურჯი ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან დარგებზე, როგორიცაა მაგალითად სანაპიროს ტურიზმი.