პანდემიასთან ბრძოლის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაღალმთიანი რეგიონების მომარაგება სურსათით და პირველადი მოხმრების პროდუქტებით. საუბარია იმ დასახლებებზე, რომლებიც გეოგრაფიული მდებარეობის და მძიმე კლიმატური პირობების გამო გარესამყაროს მოწყვეტილია. მათ შორისაა არხოტი და შატილის ხეობა, სადაც დღეს არამალფუჭებადი პროდუქტები ვერტმფრენით ჩაიტანეს.