საქართველოს პირველი არხის პროექტის „შარქ თენქ საქართველოს“ წარმომადგენლებმა ოზურგეთში შეხვედრა გამართეს. ერთ-ერთმა შარქმა, პავლე მგელაძემ ახალგაზრდებს პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მაყურებელი შოუს ახალ სეზონს ეთერში უახლოეს პერიოდში იხილავს, აპლიკაციების მიღება კი პირველ თებერვლამდე გრძელდება. პროექტს „შარქ თენქ საქართველოს“, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს წინა წლის ნოემბრიდან სთავაზობს. პირველ სეზონზე პროექტის 14 მონაწილე დაფინანსდა. პროექტი ქართულ ბიზნესში ინვესტიციის განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შარქ თენქ საქართველო