შარაშიძის და მერაბიშვილის საქმე

გიორგი შარაშიძის და ვანო მერაბიშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე გამოძიება გრძელდება.

შარაშიძის ადვოკატის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი უარს აცხადებს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე და ჩვენებას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს. მისივე თქმით, საქმეში დაზარალებულის პოზიციის არ არსებობის შემთხვევაში შარაშიძისთვის ბრალის წარდგენას არ ელოდება. ნიკოლეიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საგამოძიებო უწყებაში დამატებით დაბარებაზე, ინფორმაციას არ ფლობს, რადგან ის ჯერ-ჯერობით მოწმის სტატუსით ფიგურირებს.