სამოქალაქო არეულობის საქმე - გამოკითხვა სასამართლოში

ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით თარჯიმანი ანა მეტრეველი გამოიკითხა. მისი ადვოკატის განცხადებით, ის საქმეში არსებულ სემინარს თარგმნიდა. მას სხვადასხვა სემინარზე თარჯიმნის სახით ქირაობდნენ და იუესაიდის სემინარებში რამდენიმე წლის წინაც აქვს მიღებული მონაწილეობა. გამოკითხვის შემდეგ თავად ანა მეტრეველს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.