პარტია „საქართველოსთვის“ საკრებულოსა და პარლამენტის წევრებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს. პროკურატურისგან ისინი თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით არსებული კორუფციული სქემის გამოძიებას ითხოვენ. პარტიის წევრების განცხადებით, „ქართული ოცნება“ დაკავშირებულია მშენებელ კომპანიებთან. გიორგი შარაშიძის თქმით, ასე მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ შემოწირულობების მიღებას ცდილობს.
ბრალდებას პასუხობენ მმართველ გუნდში. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიას განცხადებით, საკრებულოს მიერ მიღებულია განაშენიანების 50-მდე პროექტი, თუმცა, ოპოზიცია მხოლოდ რამდენიმე პროექტზე საუბრობს.