გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის საქმეზე ჩვენებას სრულწლოვანი ბრალდებულები მოწმის სახით აძლევენ.
მცხეთის სასამართლოში სხდომა თითქმის შვიდი საათია მიმდინარეობს. უკვე დასრულდა დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის დაკითხვა, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე ჩატარებულ კომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილეობდნენ.
რა ეტაპზეა დახურული სხდომა ხათუნა გაგნიძე გაგვაცნობს.