გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

გახმაურებული საქმის სასამართლო განხილვის ხმაურიანი დასასრული.

გიორგი შაქარაშვილის საქმის სამ ფიგურანტს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს ორი არასრულწლოვანიც, რომლებსაც ვერდიქტს ერთ კვირაში გამოუტანენ.

19 წლის სპორტსმენის ოჯახი მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია, მსჯავრდებულთა ახლობლები განაჩენის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებით იმუქრებიან. აგარაკზე მომხდარი დაპირისპირებიდან რამდენიმე საათში ხუთმა ადამიანმა 19 წლის ფეხბურთელი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი ჯერ ისევ ცოცხალი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა, თავდასხმამდე იყო დევნა არაგვის ხიდზე და ხიდის ქვეშ – ასეთია პროკურატურის ვერსია, რომელიც სასამართლომ სრულად გაიზიარა. ადვოკატების პრეტენზიებს ბრალდების მხარე მოწმეების ჩვენებებს და ექსპერტიზის დასკვნებს უპირისპირებს.

დატოვე კომენტარი