შუალედური არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ, კომენტარი ლადო კახაძის კონკურენტმა შალვა შავგულიძემ გააკეთა.
„ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს იყო ძალიან ცუდად, დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით ჩატარებული არჩევნები.
შალვა შავგულიძემ ხელისუფლება მის წინააღმდეგ, მიზანმიმართულ და ორგანიზებულ კამპანიაშიც დაადანაშაულა. დღის ბოლოს მან გეგმებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები” თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.