ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მთაწმინდის მაჟორიტარი ლადო კახაძე იქნება. ეს პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ჩაანაცვლა.

შეგახსენებთ, რომ აკაკი ზოიძემ პარლამენტის მანდატი დატოვა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ უკვე ყოფილმა თანაგუნდელებმა მისი ინიციატივა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, არ გაიზიარეს.