ლადო კახაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

ცოტა ხნის წინ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა ექიმი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე. კახაძემ აცრა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა.

მისი განცხადებით, ის, როგორც საჯარო პირი, ასაკოვანი ადამიანი და ექიმი მაგალითს აძლევს მოქალაქეებს და აჩვენებს, რომ ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი გზაა.

 

დატოვე კომენტარი