შუალედურ არჩევნებამდე კვირაზე ნაკლები რჩება.
კანდიდატები კამპანიას აქტიურად განაგრძობენ. ბლოკი „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, ოქროყანაში მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივები მიწის დაკანონებაზე, მძიმე სოციალურ ფონზე, მოხსნილი სოციალური დახმარების პრობლემაზე საუბრობენ. შალვა შავგულიძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამაც გააცნო.