დებატები საქართველოს პირველ არხზე

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დებატები საქართველოს პირველ არხზე. „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა, საკუთარ ამომრჩეველს, მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, კიდევ ერთხელ მიმართეს და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ლადო კახაძემ და შალვა შავგულიძემ საკუთარ გამოსვლებში ყურადღება საარჩევნო პროგრამასა და  პრიორიტეტებზე გაამახვილეს.