შალვა ნათელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი სარჩელი შეიტანა. ის უჩივის სარეიტინგო კომპანია „ედისონ რისერჩის“, „გორბის“, ასევე, ტელეკომპანია „იმედსა“ და სხვა მედიასაშუალებებს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თქმით, აღნიშნული კომპანიები ყალბ პარტიულ რეიტინგებს აქვეყნებენ. ნათელაშვილი ითხოვს აეკრძალოთ მათ რეიტინგების გამოქვეყნება არჩევნების დღის ჩათვლით, ხოლო უკვე გამოქვეყნებულ რეიტინგებზე დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.