ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს ზესტაფონში ჩავიდა.
შალვა ნათელაშვილმა ფეროშენადნობი ქარხნის ტერიტორიაზე სპეციალური განცხადება გააკეთა. ლეიბორისტთა ლიდერის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხევაში, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის მაღარო, ტყიბულის შახტები, კასპისა და რუსთავის ცემენტის ქარხნები იქცევიან მოსახელობის საკუთრებად, ხოლო მიღებული შემოსავალი წავა ბიუჯეტში და გადანაწილდება ხალხზე. მისივე განცხადებით, ყველა საწარმოში დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები.