„მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი კახა ძაგანია ტაქსის მძღოლებს ხვალ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით მოუწოდებს, არ ენდონ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს, ვინაიდან ის მათ პირადი ინტერესებისთვის იყენებს.
ძაგანიას თქმით, ნათელაშვილი პარტია „ნაციონალური მოძრაობისგან“ იღებს დავალებებს, რომ წინასაარჩევნოდ თბილისში ტაქსის მძღოლების უკმაყოფილების ტალღა ააგოროს. ძაგანიას ინფორმაციით, შალვა ნათელაშვილს აქვს ტაქსების ბიზნესი.
შალვა ნათელაშვილმა ბრალდებას სიცრუე, ძაგანიას კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდული უწოდა.