ტყიბულში მცხოვრები 1 500-მდე ადამიანის მუშაობის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მინდელის სახელობის შახტში დასაქმებულები საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნას ელოდებიან. სწორედ ამ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, გააგრძელებენ თუ არა მეშახტეები საწარმოში საქმიანობას, რომელიც მათი შემოსავლის მთავარი წყაროა. შახტის დახურვის საკითხი დღის წესრიგში დადგება, თუ აუდიტის შედეგად ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტები გამოვლინდება.უფლებადამცველები ხელისუფლებას სთხოვენ, საწარმოში მომუშავეთა დასაქმების ალტერნატიული გზების ძიება უკვე დაიწყოს.
დასკვნის დადებამდე შახტში, სადაც ორი კვირის წინ შემზარავი ტრაგედია მოხდა, დღეს დეპუტატები ჩავიდნენ.