რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე სერგო თეთრაძის საქმეზე. განაჩენი ცნობილი რამდენიმე წუთში გახდება.
საქმეზე სხდომები 2013 წლიდან მიმდინარეობდა. პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებაში ბრალდებული ბაჩანა ახალაია, თანხების გაფლანგვაში კი, ახალაისთან ერთად, ნიკოლოზ ძიმცეიშვილი და მეგის ქარდავა არიან.
ბრალდების და დაცვის მხარე გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.