სერგო თეთრაძის საქმეზე გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო სერგო თეთრაძის საქმეზე. გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი.

საქმის არსებითი განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვით უნდა ესარგებლა ბაჩო ახალაიას, თუმცა, ადვოკატის განცხადებით, ის სხდომას არ დაესწრება.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს გამოძიება წამებასა და წამების ორგანიზებას ედავება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახალაიას 11-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამავე საქმეზე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება გამოძიება მეგის ქარდავას და ნიკოლოზ ძიმცეიშვილს.