სერგო თეთრაძის საქმე

სერგო თეთრაძის წამებისათვის მსჯავრდებულები, მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ალექსანდრე მუხაძეს აკისრებენ.

ოლეგ ფაცაციამ და ვიქტორ ყაჭეიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ხმაური და დახმარების თხოვნა იმ საკნიდან გაიგეს, სადაც მუხაძე და თეთრაძე იმყოფებოდნენ.

პროკურორმა მათ ის განაჩენები და მოწმეების ჩვენებები შეახსენა, რომლებითაც ორივე მათგანის თანამონაწილეობა და ბრალეულობა იკვეთება.

დასტურდება თუ არა ბაჩანა ახალაიას დანაშაული სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებაში და როგორია დაცვის მხარის მტკიცებულებები.