საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით მსჯელობა, დღეს ჰიდროელექტროსადგურებისთვის ტარიფის განსაზღვრით დაიწყო, თუმცა ვარდნილ ჰესების კასკადისა და ენგურჰესისთვის ტარიფის გამოცხადება 19 დეკემბრისთვის გადაიდო.
ამის მიზეზი გახდა ის, რომ დღევანდელ სხდომაზე ელექტროენერგიის სიმძლავრის ბალანსები ორივე ჰესისთვის არ იყო წარმოდგენილი. ამ დოკუმენტაციის წარმოდგენა ენერგეტიკის სამინისტროს პრეროგატივაა, თუმცა კომისიის წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილების გამო, ამ ინფორმაციის მიწოდება სემეკისთვის ვერ მოხერხდა.
დღევანდელ სხდომაზე, კომისიის წევრებმა ენგურჰესისა და ვარდნილ ჰესების კასკადის ფინანსურ მდგომარეობაზე სრული ინფორმაცია მიიღეს.