დავით ნარმანიას განცხადება

სემეკი-ს 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს დღეს მედიის წარმომადგენლები გაეცნენ. სემეკი-ს თავმჯდომარემ ისაუბრა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, განხორციელებულ პროექტებზე, სემეკი-ს საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე. დავით ნარმანიას თქმით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. კერძოდ, ერთიან სკალაზე ტარიფების სიმცირის კუთხით, საქართველო მეორე ადგილს იკავებს. სემეკი-ს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე. ამასთან, მისი განმარტებით, ფიქსირდება კომპანიების მხრიდან მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების ფაქტები.