მზადება ზამთრის სეზონისთვის

ზამთარში მოსალოდნელი ელექტრომატარებლების კრიზისი, რუსული გაზი, ელექტროენერგია და ტარიფები – ამ საკითხებზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ პრესკონფერენცია გამართა. დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორი ზამთარს მომზადებული ხვდება. ამ ეტაპის მონაცემებით, ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, საქართველომ იმპორტი სექტემბერში უკვე დაიწყო, ხოლო ექსპორტი მინიმუმამდე შეამცირა. გაზის უმთავრესი მომწოდებელი კი მისი თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა.