სემეკის თავმჯდომარის პრესკონფერენცია

მაისისა და ივნისის თვეში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი გაიზარდა.

ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გაზაფხული წყალუხვი იყო, ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ ადგილობრივი მოთხოვნა სრულად დაფარა, გამომუშავებული ჭარბი ენერგიის ექსპორტი კი თურქეთში განხორციელდა. დავით ნარმანიამ „თელასის“ შესაძლო სანქცირების შემთხვევაც განიხილა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში სემეკი კომპანიაში სპეციალურ მმართველს დანიშნავს, რაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება, ტარიფებს, დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.