სემეკ-ის გადაწყვეტილება

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, რუსთავის წყალმომარაგების კომპანია 50 000 ლარით დაჯარიმდა. გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. ჯარიმის გარდა, კომპანიას დაევალა 19 სექტემბრამდე წარადგინოს კონკრეტული გეგმა იმ აუცილებელი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რომელმაც რუსთავში წყალმომარაგება უნდა გააუმჯობესოს. სემეკ-მა ასევე გასცა რეკომენდაცია, მოხდეს თბილისისა და რუსთავის წყლების შერწყმა, უწყების აზრით, ასე კომპანიის ეფექტიანობა გაიზრდება. სხდომას ესწრებოდა რუსთავის მერი, რომელმაც განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი პროცესში მაქსიმალურად იქნებიან ჩართული. რაც შეეხება თავად რუსთავის წყალმომარაგების კომპანიის პოზიციას, ის უცნობია. კომპანიის წარმომადგენელმა სხდომა გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დატოვა და მედიასთან არ უსაუბრია.