ბათუმში საზღვაო სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. სანაპირო ზოლზე გამოფენილი იყო წყალზე სამაშველო აღჭურვილობა, ავტოტექნიკა, მცურავი საშუალებები, ასევე საჰაერო და წყალქვეშა დრონები. გაიმართა სამაშველო სკუტერებისა და სწრაფმავალი კატარღების პრეზენტაციაც.
მეხანძრე-მაშველები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არიან აღჭურვილები, სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და არსებულ სიტუაციას გააკონტროლებენ.