როგორ დავიცვათ აჭარის სანაპირო ზოლი

როგორ უნდა გადაიჭრას აჭარის სანაპირო ზოლის ეროზიის პრობლემა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ბათუმი, სადაც სანაპიროს ძლიერი შტორმი ყოველ წელს აზიანებს. გეოლოგები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია შეიქმნას სპეციალური სამსახური, რომელიც შესაბამისი კვლევების საშუალებით განახორციელებს მუდმივ მონიტორინგს, პრევენციული ღონისძიებები კი სახელმწიფოს გაცილებით ნაკლები დაუჯდება, ვიდრე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. გასულ წელს ბათუმის ახალ ბულვართან ჩამოშლილი სანაპირო ზოლი აღდგენილი და გაფართოებულია. ტერიტორიაზე ხუთი მილიონი ლარის ღირებულების ინერტული მასალა შეიტანეს, სპეციალისტების შეფასებით, ეს სანაპიროს შენარჩუნების ყველაზე ეფექტიანი გზაა, თუმცა ინერტული მასალით ზღვის ხელოვნური კვება ამაგრებს ახალი ბულვარის სანაპიროს და პრობლემას შეუქმნის ძველ ბულვართან ბათუმის კონცხს.

არსებული პრობლემისა და მისი მოგვარების გზებზე, ნახეთ მერაბ წულუკიძის და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟი.