საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
პირად შემადგენლობას ბრიგადის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. დღესვე, სენაკში მე-2 ქვეითი ბრიგადის დროშის გადაბარების ცერემონიალი გაიმართა. ბრიგადის ახალ მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ყოფილმა მეთაურმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ დროშა ოფიციალურად გადააბარა. ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე, სამინისტროს და თავდაცვის ძალების პირველმა პირებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.