სამების საკათედრო ტაძარში რიგით 65-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 1 600 ბავშვი გახდა. ნათლისღების ცერემონია სამების ტაძრის ეზოში მდებარე აიზმაში შესრულდა, ამის შემდეგ ილია მეორემ ნათლულები დალოცა. ეს არის წელს რიგით პირველი საყოველთაო ნათლობა, რადგან პანდემიიდან გამომდინარე, საყოველთაო ნათლობის ცერემონია თვეებია არ ჩატარებულა. დღემდე პატრიარქს 42 984 ნათლული ჰყავდა. დღეს მათ რიცხვს კიდევ 1 600 დაემატა.