სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მორიგი საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს.
კათოლიკოს-პატრიარქი დღეს 630-მდე ბავშვს ნათლავს. მათ შესაბამისი მოწმობები და ჯვრები გადაეცემათ.
პატარებს ილია მეორე პირადად დალოცავს. მის უწმინდესობას ტაძარში 20:00 საათისთვის, ნათლობის რიტუალის დასრულების შემდეგ ელოდებიან.
საყოველთაო ნათლობის იდეა კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.
პატრიარქს უკვე 37 ათასზე მეტი ნათლული ყავს.