საყოველთაო გლოვა სერბეთში

სერბეთში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული.

ბოლო სამი დღის განმავლობაში მასობრივ სროლას 17 ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტი მოსახლეობას სკოლების ტერიტორიაზე უსაფრთხოების გაძლიერებას და იარაღზე კონტროლის გამკაცრებას ჰპირდება. ქვეყნის პირველი პირი დარწმუნებულია, რომ მკაცრი ზომების გატარების შემდეგ იარაღის მფლობელთა რაოდენობა 10-ჯერ შემცირდება. ინციდენტი ორ სხვადახვა ადგილზე მოხდა – სკოლის ტერიტორიაზე სროლა 13 წლის მოზარდმა დაიწყო, სოფელ დუბონაში კი ცეცხლი 21 წლის მამაკაცმა გახსნა. თავდამსხმელები დაკავებულები არიან.